|
2017-02-09 11:22:22, 820 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კოლხიდა 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნენ
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრიზისის რეაგირებაზე ორიენტირებული სამეთაურო-საშტაბო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაშია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე სწავლების მიმდინარეობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სტრატეგიულ დონეზე გაშლილ მართვის ცენტრში უშუალოდ გაეცნენ. კრიზისების მართვის სიტუაციურ ოთახში საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. მათ კრიზისებზე რეაგირებისა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზების საკითხები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს. ტრენინგი მიზნად ბუნებრივ და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს. „ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად ორგანიზებული უწყებათშორისი სწავლებაა. ამ სწავლების და დღევანდელი შეხვედრის მიზანს ძირითად უწყებებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან კრიზისული სიტუაციის მართვაში, კოორდინაცია წარმოადგენს. მიმდინარეობს იმ საჭირო პროცედურების დახვეწა, რომელიც ასეთი ვითარებებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ. ქართულ-ამერიკული სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტარტეგიულ და ოპერატიულ დონეზე. „კოლხიდა 2017“ 10 თებერვალს დასრულდება. სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს ორგანიზებას, ხოლო უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი უზრუნველყოფს. სწავლებაში სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)