|
2017-02-08 15:12:23, 2217 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავმჯდომარემ ყურადღება 2017 წელს დეპარტამენტში დაგეგმილ ახალ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს - ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება უკვე 17 სამიზნე ქვეყანაში. აღნიშნული პროექტები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას, სერვისისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. თუმცა პარალელურად გაგრძელდება ისეთი პროექტები, რომლებიც როგორც გამოცდილებამ აჩვენა წარმატებული იყო ტურიზის დარგის განვითარებისთვის. მათ რიცხვშია პროექტები „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენა „მაგნოლია 2017“-ზე, ასევე ფრინველებისა და სოფლის ტურიზმის ფესტივალები. „ჩვენი მთავარია პრიორიტეტია მაქსიმალურად გამოვიყენოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული რესურსები და აჭარა უახლოეს მომავალში გავხადოთ ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი ტურისტული ადგილი. ჩვენი ყველა ახალი პროექტი ეს იქნება ტურიზმის განვითარების სკოლა, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გიდების გადამზადება თუ რეგიონის სამიზნე ბაზრების გაზრდა მიმართულია რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და აჭარაში ტურისტების მოზიდვისკენ”, - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა მედიასთან საუბრისას. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)