07:29 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 15:08:18, 967 ნახვა

საზოგადოება
საჯარო ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც-პედაგოგების შესარჩევად კონკურსი ცხადდება

ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აგრძელებს პროფესიონალი კადრების შერჩევას ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 28 თებერვლამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•             რეზიუმე (CV)

•             პირადობის მოწმობის ასლი

•             უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი

•             სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები სპეციალური პედაგოგის პოზიციისათვის:

•             უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგიკის სფეროში.

•             სპეც-პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

•             ბავშვებისათვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება

•             ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა

•             კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის

•             სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფსიქოლოგის პოზიციისათვის:

•             უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველია, იყოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგი)

•             ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება

•             ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება,

•             ქცევის ანალიზის სტრატეგიების ცოდნა

•             ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომის ცოდნა

•             ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა

•             კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის

•             სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ლოგოპედის პოზიციისათვის:

•             უმაღლესი განათლება  ლოგოპედის ან მეტყველების თერაპევტის კვალიფიკაციით

•             ლოგოპედად  მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

•             ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება

•             ბგერების სწორად წარმოთქმის სავარჯიშოების ცოდნა

•             ბავშვის ქცევის პოზიტიურ მართვის ცოდნა

•             ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა

•             კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის

გასაუბრება დაგეგმილია 6 და 7 მარტს. გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics