|
2017-02-08 14:32:03, 2152 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ჟურნალისტებისთვის შეურაცხმყოფელია საუბარი, რომ მხოლოდ გვარამიაა თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მედიის თავისუფლების საკითხებს გამოეხმაურა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან ოპონენტებს შეახსენა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევაა: „არ მინდა შეგახსენოთ, მედია როგორ კონტროლდებოდა თქვენი მმართველობის პერიოდში, და ადამიანის უფლებები როგორ ფასადურად იყო დაცული. ისინი, ვინც ცდილობთ, სპექტაკლი დადგათ, რომ თითქოს ხელისუფლებას უნდა, დაახშოს „რუსთავი2“ და დახუროს არხები, ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ „რუსთავი2“-ის მაუწყებლობის პირობებში, სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ცდილობდით „რუსთავი2“ გამოგეყენებინათ ინსტრუმენტად, არჩევნების პერიოდში ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები, და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე მტკიცებით, ხელისუფლებას არანაირი მიზანი არ აქვს, რომელიმე ტელევიზია დახუროს: „მეტსაც გეტყვით, შეურაცხმყოფელია ჟურნალისტთა მთელი კორპუსისთვის, რომელზეც ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ რუსთავი2-ის ხელმძღვანელი ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ „იმედის“ ჟურნალისტები, პრესაში დასაქმებული ჟურნალისტები, ბეჭდურ მედიაში დასაქმებულები, ეს ადამიანები ყველანი არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკა არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი?! უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ შეურაცხყოფას აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)