07:29 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 14:21:33, 1157 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ  6 ობიექტის რეაბილიტაცია დაფინანსდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქურდიანის ქუჩის N10-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აგლაძის ქუჩის N38-ში საერთო სარგებლობის კიბეებს რეაბილიტაცია უტარდება, მეტრეველის ქუჩის N7-ში კი მწყობრიდან გამოსული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება.  დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-10 კორპუსში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი პროგრამები 80 %-ით დააფინანსა, ხოლო მოსახლეობა დარჩენილ 20%-ს იხდის. სამუშაოების საერთო ღირებულება 60 800 ლარს შეადგენს.

დიდუბის რაიონის გამგეობის, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიიღება და განხილვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics