|
2017-02-07 18:05:43, 2185 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კარასინი: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი შეზღუდვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვისაც მოხსნის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერას მიესალმება. INTERFAX-ის ინფორმაციით, კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა წინაპირობა შეასრულა. "ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე პოზიტიური ფაქტია. საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და ევროკავშირის მოთხოვნებს ასრულებდა. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი შეზღუდვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვისაც მოხსნის. ევროპა, მათ ვიზებს არ აძლევს და არგუმენტად მოაქვთ, ის რომ ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ასეთი მიდგომა არაჰუმანურია", - განაცხადა კარასინმა. მისივე ინფორმაციით, რუსული მხარე ევროკავშირთან ოკუპირებული აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, საკითხს დააყენებს. "რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს ორი თემა ურთიერთდამოკიდებულია. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)