|
2017-02-07 16:00:58, 2081 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
საყვარელიძე პროკურატურის განცხადებაზე: მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე
„ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას. „კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან მწყდება გული, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები პრიმიტიული, გონებაშეზღუდული და ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ, ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა. უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის დანაშულის მასალების, მტკიცებულებების გაყალბება, ამაზეა ცალკე მუხლი, ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები და ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს საქართველოს პროკურატურას ჩემთან. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა. სამარცხვინოა, პირში ვეტყვი, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც მე კარგად მიცნობენ, ვინც დღეს გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელები, შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, - განუცხადა დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2“-ს. შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინებები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უწყება არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)