|
2017-02-07 11:09:50, 1204 ნახვა
სხვადასხვა
ამერიკელთა 39% საქართველოს მეგობრად მიიჩნევს
საერთაშორისო კვლევითი ცენტრის Yougov.com-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 39% საქართველოს მეგობრად მიიჩნევს, მოკავშირედ კი 8%. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არამეგობრულადაა განწყობილი, 2% კი თვლის, რომ საქართველო მტერია. ამასთან, გამოკითხულთა - 35% პასუხში დარწმუნებული არ არის. ცნობისთვის, ქვეყნების მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულების რეიტინგი 7 150 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა. კვლევა 28 იანვარიდან - 1 თებერვალის პერიოდში ჩატარდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მტრების რეიტინგში ჩრდილოეთ კორეა (57%), ირანი (41%), სირია (32%), ერაყი (29%), ავღანეთი (23%) და რუსეთი (22%) ლიდერობენ. მთავარ მოკავშირეებად ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთი (55%), კანადა (55%), ავსტრალია (45%), ისრაელი (44%) და საფრანგეთი (41%) დაასახელეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)