12:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 17:00:21, 2827 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ანგელა მერკელის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან- სოციალურმა კავშირმა კანცლერის თანამდებობაზე, ანგელა მერკელის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა,- ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ანგელა მერკელის კანდიდატურა 2016 წლის დეკემბერში წარადგინა, ხოლო დღეს, 6 თებერვალს, ამ გადაწყვეტილებას მხარი ქრისტიან- სოციალურმა კავშირმაც დაუჭირა.

ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობას მეოთხედ დაიკავებს. პირველად მან თანამდებობა 2005 წელს დაიკავა და 2016 განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.

მანამდე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის არჩევნები სექტემბერში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics