|
2015-01-12 18:18:56, 297 ნახვა
ბერუჩაშვილი: უვიზო რეჟიმის ამოქმედება პოლიტიკურ მხარდაჭერაზე იქნება დაკავშირებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რიგის სამიტზე ევროკომისიისგან ვიზა ლიბერალიზაციის მიღების თაობაზე, რეკომენდაციას მიიღებს, უვიზო რეჟიმის ამოქმედება უკვე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, საქართველოს ამოცანაა, ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულება დროულად შეასრულოს. ამასთან, თამარ ბერუჩაშვილი განმარტებით, იანვრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე, საქართველოში ევროკავშირის საექსპერტო მისიები იქნებიან, რომლებიც სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას შეაფასებენ. ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ეტაპი წარმატებით დასრულდება. „რეჟიმის ამოქმედება დაკავშირებული იქნბა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელსაც ამ იდეას აღმოუჩენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. დღეს ხედავთ, რომ სიტუაცია მიგრაციასთან დაკავშირებით არ არის მარტივი, ბევრი ქვეყანა ითხოვს შენგენის რეგულაციების გადახედვასაც კი. ამ ფონზე ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად, დროულად და ეფექტურად დავასრულოთ ე.წ ჩვენი საშინაო დავალება, ანუ დავასრულოთ ყველა მიმართულებით ჩვენი ვალდებულებები ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. იანვრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე საქართველოში ევროკავშირის საექსპერტო მისიები იქნებიან, რომლებიც სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ჩვენი ვალდებულებების შესრულებას შეაფასებენ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია და ნომერ პირველი ამოცანაა, რის კოორდინირებასაც საგარეო უწყება აკეთებს. იმედი მაქვს, ეს ძალიან სერიოზული ეტაპი წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)