05:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 09:58:19, 1030 ნახვა

საზოგადოება
9 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

9 თებერვლის ჩათვლით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში 1 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 7 თებერვალს  ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, 8-9 თებერვალს კი ნალექს ელოდებიან.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე (გორი) დღესაც წვიმას პროგნოზირებენ,  თუმცა ხვალიდან 9 თებერვლის ჩათვლით  უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 6-7 თებერვალს უმეტეს რაიონში იწვიმებს. 8-9 თებერვალს კი გამოიდარებს და +15 გრადუსამდე სითბო იქნება.

მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, შესაძლებელია იყოს  მცირე თოვლი, ხოლო ღამით ყინვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics