05:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 11:00:23, 1163 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიასა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მინიართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს  შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ავსტრიასა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი  აქვს, რაც მჭიდრო თანამშრომლობის კარგ საფუძველს წარმოადგენს. ავსტრია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ხაზგასასმელია ის დახმარება, რაც  ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ  საქართველოში აგრარული დარგის განვითარების კუთხით იქნა გაწეული. კერძოდ:  ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის განხორციელების,  კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პროფესიული ტრენინგებისა და გადამზადების, ასევე  სხვა მიმართულებებით.

ლევან დავითაშვილმა პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები  გააცნო. საუბრისას მინისტრმა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სოფლის განვითარების სტარტეგიაზე გაამახვილა.

თავის მხრივ, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალმა დაადასტურა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარესთან არაერთი მიმართულებით, მათ შორის სურსათის უვნებლობის, მეტეოროლოგიური და ეკოსისტემის, დისტრიბუციისა და მცირემიწიან ფერმერთა გადამზადების კუთხით, ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება. ყალიბდება შესაბამისი სტრატეგიული ხედვები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ავტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.

სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics