04:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 17:00:10, 975 ნახვა

საზოგადოება
N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი" განახორციელა.

უწყების ცნობით, კურსის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, INL-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ და მსჯავრდებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა ამერიკის საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

„უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ პროფესიის დაუფლება გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს განმეორებითი დანაშაულის რიცხვს. კულინარიის კურსები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატების გაიარა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული  შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მსგავსი სასწავლო კურსების მთავარ მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„მოხარული ვართ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ამ პროგრამის განხორციელებაში. პროგრამა მსჯავრდებულებს დაწესებულების გარეთ ცხოვრებისათვის ამზადებს, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს და ეხმარება ანაზღაურებადი სამსახურის მოძიებაში. შესანიშნავი პროექტია და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან“, - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.

კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი უძღვებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევები და სპეციფიკა შეასწავლა.

კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ  სპეციალური სივრცეში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით, სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.

(NS)  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics