|
2017-02-03 16:45:36, 1050 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას საფლავი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, დიდუბის პანთეონში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით საფლავი ყვავილებით შეამკო. გიორგი მარგველაშვილი დიდუბის პანთეონში ოჯახის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად იმყოფებოდა. „დღეს ჩვენი ეპოქის გამორჩეული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისადა თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა. „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი" - მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისმხევით შეიძინა ახალი სუნთქვა. მისი წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია.ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველიქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა დასაქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისათვის, მნიშვნელოვანწილადგანაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისდღევანდელი სახე. მის ბრძოლასა და შრომას მუდმივად განმსჭვალავდა რწმენა, რომ საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახის წევრობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელება, ჩვენი ბედისწერაა. ამიტომ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა. ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები კვლავ არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე",- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)