04:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 13:56:49, 860 ნახვა

საზოგადოება
იანვარში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტურისტების 154 083 ვიზიტი დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა გასული თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარის თვე 387 070 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტურისტების 154 083 ვიზიტი განხორციელდა. (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,4%). რაც შეეხება ტრანზიტს, მსგავსი ტიპის ვიზიტი 65 333 დაფიქსირდა (საერთო რაოდენობის 16,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,8%).

შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-0,8%), სომხეთიდან (+31,4%), რუსეთიდან (+40,3%), უკრაინიდან (+28,2%) და ირანიდან (+616,7%) განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით,  ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (შესაბამისად 47%, 32%, 32%, 25%, 23% და 18%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (32%), უზბეკეთი (231%), თურქმენეთი (184%).

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (25%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (83%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - ომანი - 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics