17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 22:53:09, 1505 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპის კულტურის და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. 

"საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ვინაიდან საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ევროპის კულტურის, ევროპის ისტორიის. საქართველო არის ნაწილი ყველა ქრისტიანული სახელმწიფოებისა მთელს მსოფლიოში. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროპის ცივილიზაციის შემადგენელი ელემენტი. დღევანდელი დღე არის ისტორიული”, - განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი - 553 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 66 დეპუტატი იყო, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics