|
2017-02-02 19:01:21, 1182 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“ - გვჯერა, რომ მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქვეყანამ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის კუთხით, წარმატებით უნდა დაინერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. მათივე თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ "ამ გზას ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება წარმატებით გავივლით და დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდებით". "დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ევროპელი პარტნიორების დღევანდელმა გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით დიდ ევროპულ ოჯახს. ეს არის უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპარლამენტმა მრავალპარტიულ ფორმატში დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც დღეს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ევროპარლამენტისგან მივიღეთ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გამო. ეს გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, რათა წარმატებით გავაგრძელოთ მუშაობა ევროინტეგრაციის კუთხით. ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში. ჩვენ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის კუთხით, წარმატებით უნდა დავნერგოთ ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზას ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება წარმატებით გავივლით და დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდებით", - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)