|
2017-02-02 13:06:10, 1846 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელი იქნება უვიზოდ გადაადგილება
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. დოლიძის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ უკვე შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება. მინისტრის თქმით, დარჩენილია გარკვეული ტექნიკური პროცედურები: „ კერძოდ, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს საბოლოო დასტური და შეთანხმება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, ასევე ხელი მოეწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც უკვე ნათარგმნია ევროკავშირის ყველა ენაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომ იგი ქვეყნდება შესაბამის ევროპარლამენტის ე.წ. საკანონმდებლო მაცნეში, რომლის შემდგომაც ძალაში შედის დოკუმენტი 20 დღის ვადაში. დღეს ქალბატონმა მარია გაბრიელმაც აღნიშნა, რომ სადღაც მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისიდან პროცესი იქნება დაწყებული. მინდა გამოვიყენო საშულება და ჩვენ თანამოქალაქეებს ვთხოვო, ჩვენ ძლიან მასშტაბურ კამპანიას ვიწყებთ ცნობიერების ამაღლების კუთხით. თუ რა უნდა გააკეთოთ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რა არ უნდა გააკეთონ, რათა პრობლემები არ შეიქმნას მომავალში და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე, ჩვენს უკან ქვეყანა დგას, უნდა ვიფიქროთ ჩვენს მეგობრებზე, მეზობლებზე ოჯახის წევრებზე, რომლებსაც უნდათ მომავალში ჩვენს მერეც სიარული და ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის კრიტერიუმები, რაც არის დაწესებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. ინფორმაციას კი მოსახლეობას მივაწვდით მასშტაბური კამპანიის შედეგად. აპრილი - მარტი? ეს არის არითმეტიკული გათვლა იმისა, რომ ყველა პროცედურის თანახმად როდის შევა ძალაში და როდის შეეძლებათ ჩვენს თანამოქალაქეებს სიარული. ანუ მარტის ბოლოდან, აპრილის დასაწყისიდან წესით უკვე ეს უნდა განხორციელდეს”,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)