|
2017-02-02 12:47:03, 827 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - მაშველებმა მამაკაცი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახლის ნანგრევებში მოყოლილი 21 წლის მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. იგი კონტაქტურია და ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულების მდგომარეობას პირადად გაეცნო აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძე. შეგახსენებთ, დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა. 5 სულიანი ოჯახის 1 წევრი ნგრევის შედეგად დაიღუპა, 4 კი, მაშველებმა გადაარჩინეს. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზების გამოსაკვლევად. ამასთან, ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ : „მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში, რის გამოც უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა. მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები."
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|











ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)