03:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 16:26:00, 962 ნახვა

საზოგადოება
ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსის პირველი ეტაპი საზეიმოდ დაიხურა

საქართველოს საელჩოს და ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთო პროექტის - ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსის პირველი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტველ სტუდენტებს ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

უწყების ინფორმაციით, ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარის წარმატებით დასრულება ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ მიულოცეს.

ელჩთან შეხვედრისას სტუდენტებმა საქართველოსა და ლიტვის ეროვნული ჰიმნები და  ქართული სიმღერები შეასრულეს. 

ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსზე სტუდენტები ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს ეუფლებიან და  აგრეთვე იღებენ ინფორმაციას ქართული კულტურის, ისტორიის და თანამედროვე ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კურსზე დასწრება თავისუფალია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics