|
2017-02-01 15:57:57, 1157 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მესამე ოჯახს სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს
არასამთავრობო ორგანიზაცია OXFAM-ის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს. ამასთან, ოჯახების დიდი რაოდენობა საკვებ პროდუქტს დროდადრო კრედიტით ყიდულობს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი 575 ლარს შეადგენს და თითქმის ნახევარი ყოველ თვე საკვებზე იხარჯება (საშუალოდ საკვებზე იხარჯება 270 ლარი თვეში). გარდა ამისა, დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებ პროდუქტებზე თავისი შემოსავლის 65%-ს ხარჯავენ (შემოსავალი - 219 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 142 ლარი), ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები შემოსავლის მხოლოდ 35%-ს ხარჯავენ საკვებ პროდუქტებზე (შემოსავალი - 1421 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 492 ლარი). ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები 2015 წელს განახორციელა ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა. რაოდენობივი კვლევის ფარგლებში, 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)