|
2017-01-31 16:42:15, 1372 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა დაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომასმაირ-ჰარტინგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები დათანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო 2017–2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგს და„აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების პროცესს. ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულადდასრულების მნიშვნელობაზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ. ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს და დახმარების ახალ ინსტრუმენტებსა და პროგრამებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებს. მხარეებმაისაუბრეს განათლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, რა მიმართულებითაც ევროკავშირი2017 წელს პროექტების განხორციელებას გეგმავს. ევროკომისიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)