16:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 16:09:52, 1350 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: იმედია, არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ კომისია მსჯელობს ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო თემებისა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, საკონსტიტუციო კომისია მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს და არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის განიხილავს ყველაფერს, გარდა მთავარი საკონსტიტუციო თემებისა.

ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შემცირებაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მსჯელობას ეხებოდა.

„ იმედია, საკონსტიტუციო კომისია მართლაც იმსჯელებს მნიშვნელოვან საკითხებზე და არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კომისია მსჯელობს რაღაც ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო თემებისა და არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს კომისია არის იმისთვის, რომ განიხლოს ყველაფერი არასაკონსტიტუციო, არამედ კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების მხრივ“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებას, ეკა მიშველაძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის პოზიციაა, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას.

ამავე თემაზე

http://www.epn.ge/index.php?id=39259





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics