02:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 13:17:13, 861 ნახვა

საზოგადოება
ლაშა აბაშიძე: გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი დაიწყო

,,ექსპერტების ზედამხედველობით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ, შენობის საცავში მოვაჭრეების შეყვანის პროცესი დაიწყო“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ლაშა აბაშიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დაზარალებულებს ხვდება.  

ლაშა აბაშიძის თქმით, სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი  მიმდინარეობს, რათა მათ  საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.

„სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების ფარგლებში,  გაკეთდა სპეციალური დამჭერები და მოეწყო დერეფანი, საიდანაც  შენობაში სამართალდამცველებთან ერთად, მოვაჭრეები შედიან ნივთების გამოსატანად. უკვე  შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების შეთავაზების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“,- განაცხადა ლაშა აბაძიძემ.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, „ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში, დღეს საკოორდინაციო თათბირი გაიმართება. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს და მას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებისა და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე ისაუბრებენ.

მოვაჭრეების განცხადებით, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, საცავში ნივთები სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics