16:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 13:05:48, 1556 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 2 თებერვალს დევნილთა სამინისტროსთან აქციას გამართვს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან 2 თებერვალს, 14:00 საათზე,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და აფხაზთა კრებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა და განაცხადა, რომ აქცია მიზნად ისახავს, ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დევნილთა ნაწილს შემწეობა მოეხსნება.

"ხელისუფლებამ დევნილებზე შეტევა დაიწყო. 45-ლარიან სოციალურ დახმარებას აუქმებს და მათ ერთადერთი სტაბილური საარსებო საშუალების გარეშე ტოვებს, შიმშილისა და სიცივისთვის იმეტებს, დევნილის სტატუსს ართმევს, რითაც აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე უარი თქვას და  ეს ტერიტორიები რუსეთს გადასცეს.

ეს მოღალატური გეგმა უნდა ჩავშალოთ. ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ საზოგადოების აქტიურობას და პროტესტს შეუძლია",-განმარტა ნუგზარ წიკლაურმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics