01:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 16:29:36, 997 ნახვა

საზოგადოება
მერია: „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად სეიფები დაზიანებული არ არის

თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“  საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ.

როგორც თამარ ბოდოკია Facebook-ის გვერდზე წერს, სეიფები დაზიანებული არ არის.

„ახლა საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ დამწვარ შენობაში. საბედნიეროდ, სეიფები დაზიანებული არ არის“,- წერს ბოდოკია.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა.

ცნობისთვის, დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics