|
2017-01-30 16:02:46, 1352 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე: ევა გოცირიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა შეუფერებელი იყო
პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ევა გოცირიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის. კახიძის თქმით, გოცირიძის კანდიდატურა თეა წულუკიანის მიერ გაუმჭვირვალე კონკურსის მეშვეობით შეირჩა. "ევა გოცირიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა იყო აბსოლუტურად შეუფერებელი. იგი თავს დაესხა ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ ოპოზიციას, შემდგომ გადავიდა მოსამართლეზე, რაც მიუღებელია იმ პირისგან, რომელსაც აქვს ამბიცია სტრასბურგში იყოს საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე. ევა გოცირიძის კანდიდატურა შეირჩა წულუკიანის მიერ აბსოლუტურად არა გამჭვირვალე კონკურსით. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ის კანდიდატურები არ დამტკიცდა. შეუფერებელ კანდიდატს ლობირებდა საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", - აღნიშნა ოთარ კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)