2017-01-30 10:11:21, 993 ნახვა
საზოგადოება
ხანძრის შედეგად ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. მათი თქმით, ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა. ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან