2017-01-30 08:57:30, 1125 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობა იწვის
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მიერ ამ დროდმე მიმდინარეობს.
ცეცხლი დილის 3 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა.
დაზარალდა ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში მოვაჭრე ათეულობით ადამიანი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან