2017-01-29 16:21:38, 1251 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ქობულეთის მიმართულებით.
ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან