|
2017-01-29 15:44:12, 818 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხე-მცენარეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთნ ერთად ბულვარში ხე-მცენარეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო. ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს მოუწოდა გაწმენდით სამუშაოებში ჩართვისაკენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თავიანთ ეზოებში, სახლებთან ახლოს ხეები თოვლის საფარისგან გაათავისუფლონ, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდნენ უხვ ნალექს რეგიონში. ,,ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებული და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში და თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთავონ, გაწმინდოდნ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ხელთ არსებული რესურსი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში, ისინი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამუშაოებში მობილიზებულია ბათუმის ბულვარის აგრონომიული და ტექნიკური სამსახურის ყველა თანამშრომელი. ამ დროისათვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიამდე მრავალწლოვანი ხეები ჩამობერტყილია. მონიტორინგის შედეგად ბათუმის ბულვარში მძიმე დაზიანებები არ ფიქსირდება, ადგილი აქვს ძირითადად მრავალწლიანი ნარგავების ტოტების დაზიანებას. (NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)