|
2017-01-28 21:09:00, 1684 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში
თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპა-უკრაინის ფორუმზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?“. ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ევროპა-უკრაინის ფორუმი მეათედ იმართება. წელს ფორუმს პოლონეთში ქალაქი რჟეშუვი მასპინძლობს. მიმდინარე წლის ღონისძიების დევიზია- „შესაძლებლებობები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს“. გამომსვლელები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის საკვანძო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)