20:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 21:51:29, 2507 ნახვა

სამართალი საზოგადოება
„კაბელების საქმის“ ყოფილი მსჯავრდებული: ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას

ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას გარეთ, - ამის შესახებ „კაბელების საქმის“ ყოფილმა მსჯავრდებულმა არჩილ ალავიძემ საპატიმროს დატოვებისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი უდანაშაულობა გამოტანილი სასამართლოს დადგენილებით დამტკიცა, თუმცა მისივე თქმით, სასამართლომ ბოლომდე წნეხს ვერ გაუძლო.

„რა თქმა უნდა, ველოდით და ნამდვილად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს ამისთვის, რომ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინა და ის, რასაც ჩვენ ამდენი წელი ვიბრძოდით და ნამდვილად დაასრულა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ არის დასრულებული საქმე, მაგრამ მაინც ერთი ნაბიჯით წინ წასული არის. ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას გარეთ. ჩვენ ვართ უდანაშაულოები, ვიყავით უდანაშაულოები და ეს დამტკიცდა გამოტანილი სასამართლოს დადგენილებით, თუმცა ბოლომდე წნეხს ვერ გაუძლო სასამართლომ, მაგრამ ამას ბოლომდე მივიყვანთ ჩვენ და დიდი მადლობა პრეზიდენტს,“ - აცხადებს არჩილ ალავიძე.

საპატიმროს დატოვებისას კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ყოფილმა მსჯავრდებული გიზო ღლონტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემას უნდა მიხედოს. 

“ჩვენ ერთადერთი იმედი იმის გვქონდა, რომ პრეზიდენტი მიიღებდა სრულიად სწორ მართებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად. მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს რეალურად დადგა იმიტომ, რომ ის არის მთავარსარდალი, მან სრულიად იცოდა ეს საქმე როგორ პოლიტიზირებული იყო, როგორი მიმართულებით მიდიოდა და მე მინდა მადლობა გამოვხატო, მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შტოს, მთავრობას მივმართავ, რომ მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას. იქ სამართლიანობა თუ არ დაიმკვიდრებს ისე ქვეყანა ვერ განვითარდება. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეცადა გამოესწორებინა ის, რაც პირველმა ინსტანციამ დაუშვა შეცდომა და ის რაც გამოძიებამ და პროკურატურამ შეიყვანა ჩიხში. თუ არ იქნება სასამართლო თავისუფალი, ასეთი პრეცედენტები იქნება კიდევ. სამართლებრივად ბრძოლას ვაგრძელებთ და იმედია უზენაეს სასამართლოში ჩვენი დაწყებული საქმე დასრულდება სამართლიანად,“ - განაცხადა გიზო ღლონტმა.

ცნობისთვის,ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს. სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მათ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. იქ იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე სჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics