|
2017-01-27 11:01:00, 1007 ნახვა
საზოგადოება
PSP-ს მხარდაჭერით, ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა დუბაის საერთაშორისო მარათონში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
ქართველ ვეტერან მარათონელთა ნაკრები გუნდი მორბენალ პროფესორ დავით ტატიშვილის თაოსნობით შეიკრიბა. PSP-ს მხარდაჭერით ამ გუნდმა 20 იანვარს დუბაიში ჩატარებულ ყოველწლიურ მარათონში 50-დან 75 წლის ასაკამდე 5 ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო გუნდური შედეგით სხვადასხვა კონტინენტიდან მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის, მათ შორის საუკეთესო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მარათონელთა ნაკრებ გუნდებს აჯობა. ვასილ სანიკიძემ 65-69 წწ ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მე-2 ადგილზე გასული იაპონელი მორბენალი. ამავე ასაკობრივ ჯგუფში მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი ხარაზიშვილმა. სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ ამაზასპ მამიკონიანი (50-54 წწ) და გუნდის უხუცესი წევრი ალფრედ გერცვოლფი (70-74 წწ); მე-4 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა სპირიდონ ვალიშვილი (55-59 წწ). მაღალი შედეგები აჩვენეს გუნდის სხვა წევრებმაც, ამავე ასაკობრივ ჯგუფში (55-59 წწ) დავით ტატიშვილმა და 60-64 წწ ასაკობრივ ჯგუფში თენგიზ ლაცაბიძემ. „თითქმის 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ რბენაში ვმონაწილეობ. ჩვენ ვეტერან სპორტსმენებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. მათი სპორტული ფორმის და შესაძლებლობების შეფასებამ მაფიქრებინა, რომ საერთაშორისო მარათონულ რბენაში აუცილებლად საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ. ძალიან მოტივირებული და მობილიზებულები შეუდგნენ ტურნირისთვის მზადებას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდის მხარდაჭერის სურვილი კომპანია პსპ-მ დაგვიდასტურა. ასეთი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ ვეტერან სპორტსმენებს და მსაგავსი პრეცედენტი პირველია საქართველოში. რისთვისაც ყველას სახელით მადლობას ვუხდი „პსპ“-ს“, - განაცხადა დავით ტატიშვილმა. „პსპ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა ვეტერანი სპორტსმენებისადმი. გვჯეროდა, რომ მათი დებიუტი მსოფლიო რბენაზე წარმატებული იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას“, - განაცხადეს „პსპ“-ში.
(R)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)