00:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 21:54:42, 1127 ნახვა

საზოგადოება
გივი თარგამაძე: გია ცერცვაძეს ერთ საათში გაათავისუფლებენ

20 წუთის წინ დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა ოთოს, რომ კიევში მის ჩასვლას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არსებული ტექნიკერი პრობლემები მოგვარდა და ცერცვაძეს ერთ საათში გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

როგორც თარგამაძე იუწყება, დადასტურებისთვის მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელმაც უთხრა რომ გია ცერცვაძის გათავისუფლება ნახევარ საათში მოხდება.

"დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოს არასახარბიელო გადაწყვეტილების შემდეგ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორ ბატონ ლუცენკოსთან გიორგი ცერცვაძესთან საპატიმროში დეპუტატ ოთო კახიძის შეშვების თაობაზე. ოთო ალაგებდა ლოგისტიკას უკრაინის ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. 20 წუთის წინ დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა ოთოს, რომ კიევში მის ჩასვლას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არსებული ტექნიკერი პრობლემები მოგვარდა და ცერცვაძეს ერთ საათში გაათავისუფლებენ. დადასტურებისთვის მივმართე ბატონ ლუცენკოს, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოხდება ნახევარ საათში", - წერს გივი თარგამაძე.

ცნობისთვის, დღეს, კიევის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics