20:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 18:30:50, 2423 ნახვა

პოლიტიკა სამართალი
მოსწავლესთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ ყოფილ მანდატურს აღკვეთის სახით, გირაო შეეფარდა

16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის  დამყარებაში ბრალდებულ  თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

პროკურატურა მისთვის  პატიმრობის  გამოყენების ითხოვდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა  არ დაკმაყოფილდა.

 ყოფილ მანდატურს  ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით  აქვს წაყენებული, რაც 16 წელს მიუღწეველთან   წინასწარი შეცნობით სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მანდატურს შვიდიდან - ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics