00:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 17:43:07, 968 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს  შეხვდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ნილს სკოტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს. 

მინისტრის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება, პროცესში ჩართული ყველა უწყების პრიორიტეტია. 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სტრატეგიის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობასა  და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის სოფლად  ეკონომიკის ზრდისა და დივერსიფიცირების, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, ადგილობრივი ბიზნესის, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.  

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics