2017-01-26 17:36:27, 1098 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „ენგურჰესთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს შეხვდება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კალაძე სამუშაო შეხვედრის გამართვის მიზნით მინსკში გაემგზავრა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე „ენგურჰესზე“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან