|
2017-01-26 15:15:40, 907 ნახვა
საზოგადოება
დუშეთის მუნიციპალიტეტში სამი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თამჯდომარე გიორგი მიშელაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში სამი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - „პომოდორნა“, „საარაგვო“ და „მაღრანი ნატურალური“ - გახსნას დაესწრნენ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფოსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილმა კიდევ სამმა ახალმა სასოფლო-სამეურნეო კოოპარატივმა დაიწყო ფუნქციონირება. "უნდა აღინიშნოს, რომ აგრარული დარგის მიმართულებით კოოპერაციამ ფერმერებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ახალი კოოპერატივები შემნახველი, სამაცივრე და სასათბურე მიმართულებით იფუნქციონირებენ. ქვეყანაში, სახელმწიფოს ხელშწყობით სულ უფრო აქტიურად ხდება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენება, რაც ხელშესახებ ახლო მომავალში შედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პომოდორნა“ საქმიანობის ძირითად სფეროს სრულად აღჭურვილი 1000 კვ.მ სასათბურე მეურნეობაში პომიდვრის რამდენიმე სახეობის მოყვანა წარმოადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „საარაგვო“ დუშეთის რ-ნის სოფელ წითელ კლდეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კარტოფილის ელიტური ჯიშების მოყვანას ახორციელებს. კარტოფილის სხვადასხვა ჯიშისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მაღრანი ნატურალური“ საქმიანობის მთავარი მიმართულებაც. ორივე კოოპერატივი ფლობს სამაცივრე მეურნეობებს, სადაც მოყვანილი პროდუქციის შესაბამის ტემპერატურაზე დასაწყობებაა შესაძლებელი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გახსნას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ესწრებოდნენ. კოოპერატივები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)