00:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:01:12, 922 ნახვა

საზოგადოება
2017 წელს თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო მოედანი მოეწყობა

თბილისს, 2017 წელს,  რაგბის თანამედროვე სტანდარტების  ახალი სავარჯიშო მოედანი ექნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რაგბის მოედანი ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში 120X75 კვ/მ-ფართობზე  განთავსდება.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან,  ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ჩადო.

დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„პროექტი ძალიან  საინტერესოა იმით, რომ ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს და უბნის სპორტულ ცხოვრებას სხვა ეტაპზე გადაიყვანს.აღნიშნულ პროექტსჩვენ წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთსათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმათაობამჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და ამ უბანს დავატყოთ ჩვენი ხელი,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის მიხედვით,ტერიტორიაზე   ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, აშენდება 400 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა კი 500 კვ/მ-ზე განთავსდება.

სამუშაოებს ტენდერშიგამარჯვებული კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი’’ განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში  დასრულდება.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 716 440 ლარი გამოიყო.

(NS)  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics