|
2017-01-26 14:29:26, 826 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს თანამშრომლებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა. დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჩვენ, პრაქტულად, არ გაგვაჩნია კორუფცია. როდესაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი, ვამბობთ, რომ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ამ მიმართულებით, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს საბაჟო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მომსახურებით გამოირჩევა. „საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი, განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები. ძალიან მარტივად ხდება ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება. როდესაც ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე ვლაპარაკობთ, მისი ერთერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და სწორედ ამ კომპონენტზე აისახება თქვენი ღვაწყლი, ის დამოკიდებულება, რაც გაგაჩნიათ ბიზნესის მიმართ. ერთი მხრივ, აბსოლუტურად სამართლიანია, როდესაც თქვენ იცავთ კანონს მთელი სიმკაცრით, არ აძლევთ შესაძლებლობას კონტრაბანდას, რომ ქვეყანაში გაჩნდეს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და არა მხოლოდ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე მხრივ, თქვენი კეთილგანწყობა ბიზნესისადმი, თქვენი მომსახურება, საბოლოო ჯამში, აისახება სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა. „მინდა იამაყოთ ამ მიღწევით, მაგრამ ამავე დროს გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა როგორც კანონის დაცვით, ასევე ბიზნესის მომახურების მიმართულებით,“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა. „როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზირებული გაცვლა, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენს მეგობარს ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, უკეთესად მოახდინონ საზღვარზე მოძრავიო საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ კი ეს შეამცირებს კერძო სექტორის დანახარჯებს ვაჭრობაში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ცნობისთვის, საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, ასევე, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა. შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდა. სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცათ შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას. (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო). ღირსების მოწმობებით ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც დაჯილდოვდა. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით საერთო სლოგანით - ,,მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნა. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)