|
2017-01-26 12:24:34, 1020 ნახვა
საზოგადოება
სახარების ხელახალმა აღწერამ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოავლინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი სახარების (ფონდი 1446/ხელნაწერი 26) ახალ აღწერილობაზე მუშაობისას დადგინდა, რომ ხელნაწერი, ძირითადად, პალიმფსესტური ფურცლებისაგან შედგება, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს: „სახარება სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს გამხდარა. ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან არის შემოტანილი, შესრულებულია ეტრატზე და საუცხოო მინიატურებით გამოირჩევა. ახლის შექმნამდე არსებულ აღწერილობებში ის მე-14 საუკუნის სახარებად არის მოხსენიებული. ხელნაწერის პალიმფსესტური ფურცლები არის როგორც ორფენიანი, ისე სამფენიანი: ზედა ორი ფენა ნაწერია ნუსხურით, ხოლო ქვედა, მესამე ფენა - ასომთავრულით. ზედა ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელის სახარებაა, ხოლო ქვედა მესამე ფენის იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხელნაწერი მრავლად შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერებს, რომელთა ნაწილი ნაწერია ნუსხურით, ხოლო ნაწილი - მხედრულით. ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ხელნაწერის ერთი ფენის გადამწერი ვინმე გიორგია, მომგებელი - ბერი ესტატე. სახარების ერთ-ერთი გვერდის არშიაზე დაახლოებით XVI-XVII საუკუნეების ხელით მითითებულია, რომ ხელნაწერი მის მფლობელს თორმეტ მარჩილად შეუძენია. ამგვარად, სახარება შეიცავს IX-X, XII-XIII, XIV, XVI-XVII საუკუნეებში გადაწერილ ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებულ ფურცლებს, დაახლოებით XIV საუკუნეში მოხატულ მინიატურებსა და თავსამკაულებს. ხელნაწერი ამჟამად ნომინირებულია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შესატანად. ხელნაწერთა ახალი აღწერილობების პროექტი ეროვნულ არქივში 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია, განაახლოს ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ არქივში დაცული 1000-მდე ხელნაწერს შეეხება. პროექტის ფარგლებში 2016 წელს 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოიცა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღწერილობების მეორე ტომზე“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)