|
2017-01-26 12:14:02, 1793 ნახვა
კომენტარი
მიხეილ უკლება: საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას ცერცვაძის დაკავებიდან მალევე დავუკავშირდით
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, გია ცერცვაძის დაკავებიდან საელჩო საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას მალევე დაუკავშირდა. როგორც უკლებამ აღნიშნა, მოგვიანებით მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა გაუგზავნეს. „იანვარში, როდესაც დააკავეს ჩვენი მოქალაქე გია ცერცვაძე, სადღაც საათ ნახევარში თუ ორ საათში ჩვენ უკვე დავუკავშირდით საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას. 16 იანვარს, როდესაც მეუღლემ მიმართა განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარალელურად, 16 იანვარს ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროში და წერილი რაიონულ პოლიციაში, სადაც ჩვენი მოქალაქე დააკავეს. ჩვენ ასევე ადვოკატს ვხვდებოდით“, - განაცხადა უკლებამ. შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს. ცნობისთვის, გია ცერცვაძეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა, 40 დღის ვადით შეუფარდა. დღეს, ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რის შემდეგადაც მას სასამართლო დარბაზიდან, სავარაუდოდ გაათავისუფლებენ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)