|
2017-01-25 22:16:20, 1064 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე თხილვანაში სტიქიის ზონაში მცხოვრებლებს ახალ ალტერნატივას სთავაზობს
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანას ესტუმრა და სტიქიის ზონაში მცხოვრებლებთან მოლაპარაკება უშუალოდ აწარმოა. შ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მისი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, ასევე ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. თხილვანას სტიქიის ზონაში მცხოვრებლებს ზურაბ პატარაძემ განსახლების ახალი მოდელი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მეზობელ სოფლებში უსაფრთხო ტერიტორიებზე სახლების გადატანა ან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სახლების გადატანის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობის ხარჯებს მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს, ისევე როგორც სოციალურ სახლში ბინებით დაკმაყოფილებას. მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა. დაიგეგმა ინდივიდუალური შეხვედრები და საკითხის კომისიური წესით შესწავლა, რის შემდეგაც თხილვანას სტიქიურ ზონაში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილება შეთავაზებული მოდელის მიხედვით მოხდება. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო ზონაში გადაყვანა. ასეთი ოჯახების ქირით ცხოვრების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. „მთავარი ადამიანების უსაფრთხოებაა. ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით მათ მდგომარეობას. პირველ რიგში 31 ოჯახის სასწრაფო განსახლება მოხდა, რომლებიც რისკის ზონაში არიან, რათა განმეორებითი მეწყრული პროცესების შემთხვევაში რისკფაქტორები თავიდანვე იყოს აცილებული. ხვალიდან სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად ყველა ოჯახთან მივა და შეისწავლის, რათა პროგრამების მიხედვით მათი დაკმაყოფილება მოხდეს. ამ სოფელში 62 ოჯახი საჭიროებს განსახლებას, თუმცა, 31 სასწრაფოდ გადასაყვანია უსაფრთხო ადგილზე", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. ხულოში, სოფელ თხილვანაში მეწყერი რამდენიმე კვირის წინ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა 60-მდე ოჯახს საფრთხე შეუქმნა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)