00:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:20:26, 997 ნახვა

საზოგადოება
გადასახადით დაბეგვრის ახალ წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სახელმძღვანელოები მოამზადა

„ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული აქვს ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომუნიკაცია გრძელდება ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც მოგების გადასახადის რეფორმაა," - ასეთი შეფასება გაკეთდა ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების  პროექტი განიხილეს.

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს გადასახადის გადამხდელებს მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში და მათ არ შეექმნათ სირთულეები დეკლარირების პერიოდში.

„დღეს საქართველოში მოქმედი ქართული და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ვისაუბრეთ მოგების გადასახადის ახალ მოდელთან დაკავშირებით და განვიხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელოები, სადაც უკვე პრაქტიკული მაგალითებია მოცემული თუ როგორ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადის ახალი მოდელით ესა თუ ის ტრანზაქცია და ოპერაცია. იმედი გვაქვს, აღნიშნული სახელმძღვანელოები გადამხდელებს დაეხმარება უკეთ გაერკვიონ იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც უკვე მოქმედებს 1-ლი იანვრიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.     

სახელმძღვანელო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

სიტუაციური სახელმძღვანელოები დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება გადასახადის გადამხდელებისთვის.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics