|
2017-01-25 16:56:19, 994 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ხალხს მიუსამძიმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთის საელჩოში ავტოავარიაში უნგრეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა უნგრეთის მთავრობას, უნგრელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. „ამ მძიმე წუთებში ჩვენ უნგრელი ხალხის გვერდით ვდგევართ და ვიზიარებთ იმ ადამიანების ღრმა მწუხარებასა და ტკივილს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა. ჩვენი ფიქრებით ახლა ამ ოჯახებთან ვართ და მათთვის ვლოცულობთ", - აღნიშნულია მინისტრის ჩანაწერში. 21 იანვარს, იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა. ავტობუსს უნგრული სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)