|
2017-01-25 15:38:47, 1630 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: ვინც სიტყვა „მოღალატეს“ იხმარს, ის საკადრის პასუხს მიიღებს
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა „მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია, ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესი ასეთია. ირაკლი სესიაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უმცირესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვს. „რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, მათ შორის, გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინებაა. ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესი ასეთია და ასე უცხოვრიათ. მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა მოღალატეს იხმარს, ის საკადრის პასუხს მიიღებს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადაცემოდა“, - განაცხადა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე 15 იანვარს დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს სოჭში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)