15:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 14:35:10, 2730 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg: საქართველო ინვესტირების კუთხით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად ითვლება

Bloomberg-ი ახალ რეიტინგებს აქვეყნებს, სადაც ქვეყნები ინვესტიციების განხორციელების მიხედვით, მაღალი რისკიანობის მიხედვითაა დალაგებული.

100ქულიან რეიტინგში საქართველომ 11.6 ქულა დაიმსახურა. რეიტინგში ნორვეგია ლიდერობს 96.5 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა, მესამეზე კი შვედეთი.

საქართველო Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, ინვესტორებისთვის უფრო რისკის შემცველი ქვეყნაა, ვიდრე ამ რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ამ ინდექსში მოხვდნენ, მაგალითად რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. ყველა მათგანი საქართველოზე წინაა. საქართველო რეიტინგში 70-ე ადგილზეა.

ქცნობისთვის, ვეყნის რისკის ქულა გამოითვლება 29 ინდიკატორისაგან. ეს ინდიკატორები წარმოადგენენ ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან.

ვებგვერდზე ბლუმბერგს მხოლოდ 4 ასეთი ფაქტორი აქვს მითითებული: სარეზერვო მარაგები (მისი პროცენტი მშპ-სთან მიმართებაში), უმუშევრობის დონე ქვეყანაში, ინფლაციის მაჩვენებელი და ვალუტის ვოლატილობა (არამდგრადობა).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics