00:00 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 14:27:02, 1013 ნახვა

საზოგადოება
„გადადგეს ავტოგოლა მინისტრი“ - ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია „არა გაზპრომს“ გაიმართა

ენერგეტიკის სამინისტროსთან პლატფორმა „აფხაზთა კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეებმა  გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს. მათ ადგილზე საფხებურთო კარი და სხვადასხვა ბანერები ჰქონდათ მიტანილი წარწერით - „შეწყდეს რუსული თარეში“, „ძირს მოღალატე მთავრობა“, „გადადგეს ავტოგოლა მინისტრი“ და „სკამის ქურდი“.

 აქციის ორგანიზატორების განცხადებით,საქართველოს ხელისუფლება მე-5 წელია „გაზპრომს“ ლობირებს. 

"ამ ასპერეზზე თავისი უტიფრობით კახა კალაძე გამოირჩევა, რომელსაც როგორც ჩანს საკუთარი სარგებლის მიღება ამოძრავებს, ისევე როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და "გაზპრომის" მსხვილ აქციონერს, ბორის ივანიშვილს. როდესაც მთელ თავისუფალ სამყაროს სერიოზული სანქციები აქვს დაწესებული რუსეთისთვის და მიზანმიმართულად მასზე რამენაირ ენერგოდამოკიდებულებას თავს აღწევს, საქართველოს მთავრობა ჩვეული თვალთმაქცობით მოსახლეობას რუსულ ორიენტაციასა და აგრესორის წინაშე ენერგეტიკულ და პოლიტიკურ კაპიტულაციას აგუებს. მტერთან ასე არ იქცევიან. ასე მხოლოდ მარიონეტები და ლაქიები მოქმედებენ", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics