|
2017-01-25 11:43:33, 835 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების თითქმის მეოთხედი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების თითქმის მეოთხედი (24%) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, ხოლო უმრავლესობა (69%) დასაოჯახებელია. რესპონდენტების მცირე ნაწილი აცხადებს, რომ ქორწინების გარეშე ცხოვრობს პარტნიორთან ერთად, ხოლო კიდევ უფრო მცირე ნაწილი განქორწინებულია (2%). დაოჯახებული ახალგაზრდების უმრავლესობა (45%) 25-29 ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი ახალგაზრდები არიან, ხოლო დასაოჯახებელთა უმრავლესობა (96%) 14-18 ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს. მათ შორის, ვინც პარტნიორთან თანაცხოვრებაში იმყოფება უმრავლესობა (7%) ასევე 25-29 წლისაა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)